გაკვეთილის თემა
|
ხახუნის სახეები
|
სწავლების საფეხური/დისციპლინა
|
საბაზო. ფიზიკა .VIII
კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
12 მოსწავლე
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
1.დაკვირვების, კვლევის, ანალიზის, დასკვნის გამოტანის უნარის განვითარება.
2.ხახუნის ძალების შედარება.
3.ხახუნის სახეებს შორის დამოკიდებულების დადგენა.
4.ისტ.გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ ახალი მასალის უკეთ გაგება-
გააზრებას.
|
ესგ განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ბუნ.VII.7.
მოსწავლე მსჯელობს ადვილად დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედების
შედეგების შესახებ.
|
თანმიმდევრობა
|
1.საორგანიზაციო ნაწილი: მისალმება (2 წთ.)
2.წინა მასალის გამოკითხვა.(მთელი კლასი) (10 წთ.)
მოსწავლეებს გამოვკითხავ
კითხვა–პასუხის რეჟიმში წინასწარ შედგენილი კითხვებით.
3.ამოცანების ამოხსნა:( წყვილებში) (8 წთ.)
თითოეულ წყვილს გადავცემ თითო
ბარათს, რომელშიც მოთავსებული მაქვს ამოცანები,ქსეროასლით გადაღებული თითოეული წყვილისთვის.
4.ახალი მასალის წარდგენა :(8 წთ.)
ახალი მასალის ასახსნელად
ვიყენებ PP. საპრეზენტაციო
პროგრამას.
5.ექსპერიმენტი:(ჯგუფური) (12 წთ)
I ჯგუფი: კაუჭიან ძელაკზე ამაგრებენ დინამომეტრს, ათავსებენ მაგიდის
ზედაპირზე. დინამომეტრს თანდათან ჭიმავენ
და აკვირდებიან მის ჩვენებას. შემდეგ ძელაკების რაოდენობას ზრდიან და ადარებენ წინა
დინამომეტრის ჩვენებას.
II ჯგუფი: იგივე
ზომის ძელაკზე ამაგრებენ ბორბლებს და სხეულს აამოძრავებენ.აკვირდებიან დინამომეტრის
ჩვენებას.
ექსპერიმენტის ანალიზის შედეგად
მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას: ა. სხეულზე მოქმედი ძალის გაზრდით უძრაობის ხახუნის
ძალა იზრდება.სრიალის ხახუნის ძალა ტოლია
უძრაობის ხახუნის ძალის მაქსიმალური მნიშვნელობის.
ბ.გორვის ხახუნის ძალა ნაკლებია
სრიალის ხახუნის ძალაზე.
აქვე ვაჯამებთ ახსნილ მასალას.მოსწავლეები
დაადგენენ რომ აირში ან სითხეში აღიძვრება სველი ხახუნის ძალა,რომელიც გაცილებით
ნაკლებია მშრალი ხახუნის ძალაზე. ეს ძალა კი მცირეა გარსედინის ფორმის სხეულებისათვის.
6.შეფასება:( 3 წთ.)
მოსწავლეებს ვაფასებ მათ
მიერ წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის
მიხედვით. თითოეულ აქტივობაზე ვაკვირდები და ვაკონტროლებ მოსწავლეთა მონაწილეობას.
7. საშინაო დავალება: (მთელი
კლასი) (2 წთ.)
კითხვები და ამოცანები პარაგრაფის
ბოლოს.
|
შეფასება
|
ამ გაკვეთილზე შევაფასებ ჯგუფურ მუშაობას .ლოგიკური აზროვნების უნარს.(
ვიყენებ წინასწარ შედგენილ შეფასების სქემებს.
|
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
|
კომპიუტერი პროექტორით.ქსეროქსი, თაბახის ფურცლები,სახელმძღვანელო წიგნი,
სამუშაო რვეული.
თუ გსურთ პრეზენტაციის ნახვა დააჭირეთ აქ
|
Thursday, March 22, 2012
ხახუნის სახეები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment